Grand Theft Wikia
Register
Advertisement

thumb|300px PlayStation 3 (შემოკლებით PS3) — Sony Computer Entertainment-ის მესამე ვიდეო თამაშის კონსოლი, PlayStation 2-ის შთამომავალი და PlayStation-ის სერიის წევრი. PlayStation 3-მა კონკურენცია გაუწია MicrosoftXbox 360-სა და ნინტენდოWii-ს. იგი მეშვიდე თაობის ვიდეო თამაშის კონსოლია.

PS3-ს მის წინამორბედებთან შედარებით აქვს ონლაინ თამაშის გაუმჯობესებული ფუნქცია, PlayStation Network და Blue-Ray დისკების წაკითხვის შესაძლებლობა

PS3 პირველად გამოსცეს 2006 წლის 11 ნოემბერს იაპონიაში, 17 ნოემბერს - ჩრდილო ამერიკასა და სამხრეთ ამერიკაში, ხოლო ამავე წლის 23 მარტს ევროპასა და ოკეანეთში. ორნაირი მოდელი იყო ხელმისაწვდომი: მთავარი მოდელი 20 GB-იანი მყარი დისკით (HDD) და პრემიუმ მოდელი 60 GB-იანი მყარი დისკითა და რამდენიმე დამატებითი ფუნქციით (20 GB-იანი მოდელი არ გამოუშვეს ევროპასა და ოკეანეთში). ამის შემდეგ კონსოლის რამდენიმე რევიზია გამოიცა, რომელთაგანაც აღსანიშნავია თხელი მოდელი, გამოსული 2009 წლის სექტემბერში. კატეგორია:PlayStation

Advertisement