FANDOM


PlayStation 2

PlayStation 2 (შემოკლებით PS2) — მეექვსე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც გამოსცა სონიმ. PS2 არის პირველი PlayStation-ის გაგრძელება. PlayStation-ის მემკვიდრე და PlayStation 3 წინამორბედი. მისი შექმნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა 1999 წლის მარტს. კონსოლი გამოიცა ერთი წლის შემდეგ იაპონიაში. PS2-ის ძირითადი კონკურენტები იყვნენ: სეგას Dreamcast, მაიკროსოფტ-ის Xbox და ნინტენდოს GameCube.

PS2 არის ყველაზე მეტად გაყიდვადი კონსოლი. 2009 წლის 18 აგვისტოს მონაცემებით, გაყიდულია 145 მილიონი ეგზემპლარი. ამავე წლის მონაცემებით, PS2-ის თამაშების რაოდენობა აჭარბებს 1,900-ს. 12 თამაშის გამოცემა იგეგმება 2010 წელს.

მოძიებულია "http://ka.gta.wikia.com/wiki/PlayStation_2?oldid=78"-დან