FANDOM


Microsoft building 17 front door.jpg

Microsoft Corporation (მაიკროსოფტის კორპორაცია) — მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია, რომლის სათაო ოფისი ვაშინგტონში, რედმონდში მდებარეობს. კომპანია ამზადებს, აპატენტებს და ლობირებს კომპიუტერული მოწყობილობებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ფართო სპექტრს. ბოლო დროს კი, ის აპარატულ უზრუნველყოფის წარმოებაც დაიწყო. კომპანია 1975 წლის 4 აპრილს ბილ გეიტსისა და პოლ ალენის მიერ იქნა დაარსებული. დღესდღეისობით Microsoft-ი მსოფლიოს უდიდესი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიათა სიაში პირველ ადგილს იკავებს, ასევე ის მოწინავე ადგილს იკავებს მსოფლიოს გიგანტებს შორის როგორებიც არიან Apple Inc., ExxonMobil და IBM. 2005 წლის მონაცემებით Microsoft-ის წლიურმა შემოსავალმა 39,79 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 2011 წელის მაისში, Microsoft-ის კომპანიამ შეიძინა Skype-ის აქციები 8,5 მილიარდ ამერიკულ დოლარად, რაც დღემდე Microsoft-ის უდიდეს შენაძენად ითვლება.

2013 წლის მონაცემებით Microsoft Corporation-ში დასაქმებულთა რაოდენობა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 97,000 ადამიანს აღემატება, 105 ქვეყანაში.მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტია Microsoft Windows საოპერაციო სისტემა და Microsoft Office პროგრამული პაკეტი – ორივე მათგანი თითქმის შეუცვლელი პროდუქტი გახდა მთელ მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე. კომპანია ასევე აწარმოებს ფართო სპექტრის კომპიუტერულ უზრუნველყოფებს, მათ შორის არის საძიებო სისტემა Bing, Xbox და Kinect, რომლებმაც დიდი პოპულარობა ჰპოვეს ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში, ლიდერია ციფრულ მომსახურებაშიც MSN-ს მეშვეობით, ასევე Microsoft Corporation-მა ახლახანს დაიწყო მობილური ტელეფონის საოპერაციო სისტემის, Windows Phone OS-ის წარმოებაც. 2012 წლის ივნისს კომპანია Microsoft-მა განაცხადა, რომ იგი მალე გაყიდვაში ჩაუშვებს პლანშეტურ კომპიუტერს Microsoft Surface-ს. 2013 წლის მონაცემებით Microsoft Corporation-ის შემოსავალი 77.85 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ხოლო კომპანიის დამაარესებელი, ბილ გეითსი, პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეორე ადგილზეა (რამდენიმე წლის განმავლობაში ის იყო პირველ ადგილზე).

სახელი Microsoft შედგება სიტყვებისგან "microcomputer-software". პირველად 1975 წელს, ბილ გეიტსის მიერ პოლ ალენისთვის ერთ-ერთ მიწერილ წერილში იქნა სიტყვა "micro-soft" გამოყენებული. ამჟამინდელი სახელწოდება "Microsoft"-ი იქნა დადგენილი 1976 წლის 26 ნოემბერს ნიუ-მექსიკოს შტატში. 2010 წლის 27 მაისიდან, მაიკროსოფტი არის NASDAQ-ის მეორე კაპიტალიზაცია Apple-ის შემდეგ. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 97 ათასი ადამიანი მთელს მსოფლიოში. 2014 წლის 4 თებერვლიდან მას ხელმძღვანელობს სატია ნადელა.

მოძიებულია "http://ka.gta.wikia.com/wiki/Microsoft?oldid=95"-დან

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki