Grand Theft Wikia
Register
Advertisement

thumb|300pxGrand Theft Auto (მანქანების დიდებული ქურდობა) ან უბრალოდ GTAვიდეო თამაშების სერია. იდეა დევიდ ჯონსს ეკუთვნის და პროექტიც მისივე განხორციელებულია. სერიის გამოცემას სათავეში ჩაუდგნენ დენი და სემ ჰაუსერები. სერია შექმნილია შოტლანდიური კომპანია Rockstar North-ის მიერ და გამოცემულია Rockstar Games-ის მიერ. თამაში მოქმედებითი, სათავგადასავლო და რბოლის ჟანრების ნარევია.

სერიის გამოცემა დაიწყო 1997 წელს, ხოლო დღესდღეობით გამოშვებულია ცხრა სრული თამაში. თამაშის მთავარი პერსონაჟების ხმები გახმოვანებული აქვთ ფილმის სამყაროს ისეთ ვეტერანებს, როგორებიც არიან მაიკლ მედსენი, ბარტ რეინოლდსი, დენის ჰოპერი, გერი ბიუზი, სამუელ ლ. ჯექსონი, კრის პენი, ჯეიმზ ვუდსი, ჯო პანტოლიანო, ფრენკ ვინსენტი, რობერტ ლოჯია, პიტერ ფონდა, კაილ მაკლახლენი და რეი ლიოტა. თამაშს სახელწოდება მიღებული აქვს grand theft auto-დან, რაც ინგლისურ ენაზე მანქანის ქურდობის ერთ-ერთი ტერმინია. Rockstar Games Rockstar North DMA Design DMA Design Limited Rockstar Canada Digital Eclipse Take 2 Interactive Rockstar Leeds PlayStation PlayStation 2 PlayStation 3 PlayStation 4 Xbox Xbox 360 Xbox One Microsoft Windows Windows Phone Fire OS Mac OS X MS-DOS DOS Dreamcast Gameboy Color Gameboy Advance Nintendo DS Android iOS OS X PlayStation Portable

მიმოხილვა[]

მოთამაშე თამაშის დაწყებისას დიდ ქალაქში კრიმინალური სინდიკატის წევრი ხდება. თამაშის მშვლელობისას კი ის ორგანიზებული კრიმინალური ქმედებებით წინაურდება. სხვადასხვა მისიების მიზანია ქალაქის მეთაურების მკვლელობა და ჩვეულებრივი დანაშაულებების ჩადენა, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს თამაშის სიუჟეტის განვითარებისთვის. მკვლელობა და სხვა დანაშაულებები თამაშის განუყოფელი ნაწილია. მისიების შესრულების შუალედში შესაძლებელია ტაქსაობით, ავტობუსის მძღოლობით, ქუჩის რბოლით, ცეცხლის გაჩენით, თვითმფრინავით ფრენის სწავლით და სხვა მრავალი ხერხით გართობა. Rockstar Games Rockstar North DMA Design DMA Design Limited Rockstar Canada Digital Eclipse Take 2 Interactive Studios Rockstar Leeds PlayStation PlayStation 2 PlayStation 3 PlayStation 4 Xbox Xbox 360 Xbox One Microsoft Windows Windows Phone Fire OS Mac OS X MS-DOS DOS Dreamcast Gameboy Color Gameboy Advance Nintendo DS Android iOS OS X

უკანასკნელ სერიებში, ძირითადად კი Grand Theft Auto 2-ის გამოსვლის შემდეგ, მოთამაშეებს უფრო დახვეწილი სიუჟეტი ეძლევა, სადაც მათ უიღბლო მოვლენების (როგორიცაა ღალატი, სიკვდილი და ა.შ) დაძლევა უხდებათ, რაც, თავის მხრივ, პერსონაჟს კრიმინალური დანაშაულებების შესრულების მოტივს აძლევს. GTA-ს სერია მიეკუთვნება სიუჟეტის თავისუფალი განვითარების ჟანრს, რომელსაც "არახაზოვან თამაშს" უწოდებენ. ანუ, მოთამაშეს სრული თავისუფლება ეძლევა თამაშში. ის ატარებს ნებისმიერ ტრანსპორტის საშუალებას, იჭერს და ისვრის ნებისმიერ იარაღს და ა.შ. იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს მოთამაშისთვის ყველა ქალაქში გადასვლა, ყველა შენობაში შესვლა, მაღაზიებში სამოსის ან საკვების ყიდვა, საჭიროა მისიების გარკვეული რაოდენობის შესრულება. Rockstar Games Rockstar North DMA Design DMA Design Limited Rockstar Canada Digital Eclipse Take 2 Interactive Studios Rockstar Leeds PlayStation PlayStation 2 PlayStation 3 PlayStation 4 Xbox Xbox 360 Xbox One Microsoft Windows Windows Phone Fire OS Mac OS X MS-DOS DOS Dreamcast Gameboy Color Gameboy Advance Nintendo DS Android iOS OS X

Grand Theft Auto III-სა და მის შემდეგ გამოცემულ თამაშებს დამატებული აქვს საუბრის კომპონენტი, ანუ სიუჟეტის განვითარებიას პერსონაჟები ლაპარაკობენ. ასევე თამაშში არის რადიოსადგურები, რომლის მოსმენა მანქანის მართვის დროსაა შესაძლებელი. კატეგორია:GTA

Advertisement