შოტლანდია (შოტლანდიურად: Alba) — ქვეყანა კუნძულ ბრიტანეთის ჩრდილოეთით, რომელიც ესაზღვრება მხოლოდ ინგლისს. ქვეყანას აღმოსავლეთით აკრავს ჩრდილოეთის ზღვა, დასავლეთით კი ატლანტის ოკეანე და ირლანდიის ზღვა. შოტლანდია ერთ დროს დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო თავისი საკუთარი მთავრობით, ახლა კი იმ ოთხ ერს შორისაა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს აყალიბებს ერთ სახელმწიფოდ. 1603 წელს შოტლანდიის მეფე ჯეიმზ IV ინგლისის მეფეც გახდა და ჯეიმზ I ეწოდა. 1707 წელს შოტლანდიის პარლამენტი ინგლისის პარლამენტს შეუერთდა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტი გახდა. 1801 წელს კი დიდი ბრიტანეთი ირლანდიასთან გაერთიანდა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო წარმოიქმნა. თუმცაღა შოტლანდია დამოუკიებელი სახელმწიფო არ არის, ისტორიის მანძილზე მან საკუთარი კანონმდებლობა, სკოლა და უნიკალური კულტურა შეინარჩუნა. 1999 წლიდან შოტლანდიას საკუთარი პარლამენტი აქვს. ამის მიუხედავად, ძირითადი საკითხები მაინც ვესტმისტერიდან კონტროლდება. შოტლანდიის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დღესდღეობით ისევ დამოუკიდებლობა სურს.
Advertisement